სტრელიცია - არის ოფიციალურად ლიცენზირებული ლოგისტიკური კომპანია საქართველოში. ჩვენ ვახდენთ კერძო და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას, მათ შორის დიდ გაბარიტიანი ტვირთების.
თქვენს ამანათებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს ოფისებში და ვაგზავნით საქართველოში.
ამანათები მიიღება ყველა ქვეყანაში ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში იმ ქვეყნის ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე. საიტზე ყოველი ამანათის მონიშვნა შეუძლებელია მიღების დროს, მიღებული ამანათები იცვლიან სტატუსს საქონლის მომზადების და აღრიცხვის დროს. საქართველოში გაგზავნა ხორციელდება კვირაში ერთხელ რუსეთიდან და ორ კვირაში ერთხელ სხვა ქვეყნებიდან.
ყველა ამანათი უნდა იქნას მიტანილი ჩვენს ოფისებში.
როდესაც ჩვენს ვებგვერდზე შეიყვანთ თქვენს ამანათის მონაცემებს, ის გამოჩნდება თქვენს პირად ანგარიშში სტატუსით "მისაღები", როდესაც თქვენი ამანათი მიტანილი იქნება ჩვენს საწყობში, სტატუსი თქვენს პირად ანგარიშზე შეიცვლება "საწყობში" როდესაც ამანათი გამოიგზავნება, სტატუსი შეიცვლება "გამოგზავნილი"
თბილისში ამანათის საბაჟოზე შემოსვლისას სტატუსი შეიცვლება „საბაჟოზე“ როდესაც ამანათები დახარისხდება სტატუსი იქნება „დახარისხება“ ამანათის მიღების შემდეგ სტატუსი შეიცვლება "ჩამოსული" ამანათის მიღების შემდეგ, სტატუსი შეიცვლება "მიღებული". თუ სტატუსის ცვლილება ყოველთვის არ მოხდა დროულად, სტატუსი შეიცვლება ამანათების აღრიცხვის შემდეგ. თბილისში ამანათის გაცემის მზადყოფნის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში ამანათს არ გაიტანთ ჩვენი ოფისიდან, ამანათი განადგურდება და სტატუსი შეიცვლება „გადამუშავებული“. თუ თქვენ შეგემთხვათ მსგავსი ინციდენტი, თქვენ მაინც შეძლებთ განაგრძოთ ჩვენი სერვისით სარგებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ დროულად მოახდინოთ თქვენი ამანათების გატანა.
ჩვენ არ ვაერთიანებთ და არ ვაცალკევებთ თქვენს ამანათებს, ეს არის სერვისის მთავარი პირობა. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ტვირთის შემადგენლობაზე, შიგთავსის შესაბამისობაზე, ვარგისიანობის ვადაზე და ა.შ., ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ამანათებში არსებულ საქონელზე. რუსეთში საომარი მდგომარეობის გამო, ჩვენ ვამოწმებთ ამანათების შიგთავსს ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად.
ჩვენ ვაწვდით საქონელს ჩინეთიდან არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
თუ თქვენ მონიშნავთ ტვირთის დაზღვევას,ეს ქმედება შეუქცევადი ხდება სისტემაში უკვე არსებული ამანათებისთვის! გთხოვთ გაითვალისწინოთ ერთჯერადი ან ავტომატური დაზღვევის ჩართვამდე.
ჩვენს ვებ-გვერდზე პერსონალური ინფორმაციის - სახელი, გვარი, პირადი ნომერი - არასწორად შეყვანილი მონაცემები, გამოიწვევს საქართველოს საბაჟო სამსახურის მხრიდან ამანათების გაჩერებას და დამატებით კითხვებს. საბაჟო კანონმდებლობის მიხედით თქვენი მონაცემები ავტომატურად ინახება საბაჟო დოკუმენტაციაში შემდგომში საქართველოში ამანათების შემოტანისთვის.
თბილისის ოფისში ამანათის მისაღებად უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და ჩვენს ვებგვერდზე არსებული ანგარიშის ნომერი. ნებისმიერ პირს ვისაც მიაწვდით ამ მონაცემებს ექნება წვდომა თქვენს ამანათებზე.
თბილისში ამანათის სახლში მიტანის სერვისით სარგებლობისთვის აღწერილი ალგორითმის მიხედვით საჭიროა ჩვენს ვებგვერდზე მიუთითოდ კურიერი, გრაფაში „მიწოდება საქართველოში“.
თბილისის ფარგლებს გარეთ ამანათის მისაღებად უნდა შეავსოთ ვებგვერდის განყოფილებაში განთავსებული ფორმა - „მიწოდება საქართველოში“.
შოპინგის ალგორითმი აქ → https://strelicia.com/ka/page/order